---
title: "მუხლი 15. განცხადება ნოტარიუსად დანიშვნის თაობაზე — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/15"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "15"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. განცხადება ნოტარიუსად დანიშვნის თაობაზე — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/15

1. ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად პირი იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს: ა) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას; გ) (ამოღებულია – 20.12.2011, №5573 ).

2. სანოტარო ბიუროს იურიდიული მისამართის შეცვლის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატას . საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5573 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/16.md
