---
title: "მუხლი 20. ნოტარიუსის სამსახურებრივი შეუთავსებლობა — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/20"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "20"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ნოტარიუსის სამსახურებრივი შეუთავსებლობა — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/20

1. ნოტარიუსს უფლება არა აქვს, სანოტარო საქმიანობის განხორციელებასთან ერთად ეკავოს სხვა თანამდებობა ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა.

2. ნოტარიუსს აქვს თავისი პირადი კაპიტალის ინვესტირების უფლება.

3. ნოტარიუსს და მისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს ეკრძალებათ იყვნენ მხარეთა შუამავლები გარიგების დადებისას.

4. დაუშვებელია ნოტარიუსის მიერ არასათანადო რეკლამის განთავსება ან გავრცელება, ასევე ნოტარიუსის პროფესიული თვისებების რეკლამირება. ნოტარიუსს უფლება აქვს, საკუთარი სანოტარო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილ ფარგლებში. ს აქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/19-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/21.md
