---
title: "მუხლი 24. ნოტარიუსის შენაცვლება — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/24"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "24"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. ნოტარიუსის შენაცვლება — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/24

1. ნოტარიუსი უფლებამოსილია სამუშაოზე არყოფნის დროისათვის , საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით , დანიშნოს მისი შემცვლელი პირი . ნოტარიუსის შენაცვლების საერთო ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს , გარდა ამ მუხლის მე -2 და მე - 3 პუნქტებით გათვალი ს წინებული შემთხვევებისა . საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ან ნოტარიატის საერთაშორისო გაერთიანებების მმართველობის ორგანოებში არჩეულმა / მივლინებულმა ნოტარიუსმა სამსახურებრივ ი მივლინების დროს შეიძლება დანიშნოს მისი შემცვლელი პირი კალენდარული წლის განმავლობაში დამატებით არა უმეტეს 30 სამუშაო დღის ვადით.

2. ნოტარიუსი უფლებამოსილია ორსულობის , მშობიარობის , ახალშობილის შვილად აყვანის ან ბავშვის მოვლის გამო ნოტარიუსის შემცვლელი პირის უფლებამოსილების ვადა განსაზღვროს კალენდარული წლის განმავლობაში 30 სამუშაო დღეზე მეტი ვადით , მაგრამ არა უმეტეს 90 სამუშაო დღისა , რის შესახებაც შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას .

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში ( ნოტარიუსის მძიმე ავადმყოფობა , კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლად გამგზავრება და სხვ ა ) იუსტიციის სამინისტროს თანხმობით შესაძლებელია დაინიშნოს ნოტარიუსის შემცვლელი პირი არა უმეტეს 4 თვის ვადით .

4. ნოტარიუსს ეკრძალება სანოტარო მოქმედებათა შესრულება იმ პერიოდში , როცა სამსახურებრივ საქმიანობას მისი შემცვლელი პირი ახორციელებს .

5. ნოტარიუსი ვალდებულია მის შემცვლელ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება . ხელშეკრულების ასლი წარედგინება საქართველოს ნოტარიუსთა პალატას . ნოტარიუსი ვალდებულია ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნის თაობაზე მიღებული დადგენილება შეიტანოს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში .

6. ნოტარიუსის შემცვლელად შეიძლება დაინიშნოს პირი , რომელსაც ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა .

7. ნოტარიუსის შემცვლელი პირი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით .

8. ნოტარიუსის შემცვლელი პირი სამსახურებრივ უფლებებსა და მოვალეობებს იძენს ნოტარიუსის შემცვლელად დანიშვნის დღიდან და ეს უფლებები და მოვალეობები წყდება მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლებისას .

9. ნოტარიუსის შემცვლელი პირი სანოტარო მოქმედებათა შესრულებისას იყენებს იმ ნოტარიუსის სამსახურებრივ ბეჭედსა და ელექტრონულ სანოტარო რეესტრს , რომელსაც იგი ცვლის . საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5573 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/24-1.md
