---
title: "მუხლი 30. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/30"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "30"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/30

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ნოტარიუსთა წევრობაზე და თავის საქმიანობას ახორციელებს თვითმმართველობის პრინციპით.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქვს წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის ბიუჯეტი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებით.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებას იღებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საერთო კრება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/31.md
