---
title: "მუხლი 33. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის უფლებამოსილებანი — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/33"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "33"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის უფლებამოსილებანი — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/33

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად უფლებამოსილია: ა) წარმოადგინოს ნოტარიუსი სახელმწიფო ორგანოში, მოქალაქეთა გაერთიანებაში, დაამყაროს ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბ) იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით; გ) ნოტარიუსებისაგან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და მოისმინოს მათი განმარტებები; დ) დაადგინოს ნოტარიუსების სავალდებულო გადასახდელები საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის; ე) შექმნას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატი; ვ) სანოტარო მოქმედებათა პრაქტიკის უნიფიკაციის მიზნით განაზოგადოს სანოტარო მოქმედებები; ზ) განახორციელოს კომერციული საქმიანობა თავისი საწესდებო მიზნების შესასრულებლად; თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/34.md
