---
title: "მუხლი 34. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/34"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "34"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/34

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა: ა) იუსტიციის მინისტრის წინადადებით; ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ინიციატივით; გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მეხუთედის მოთხოვნით.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას იწვევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა, რომელიც 2 კვირით ადრე აცნობებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრებს კრების ჩატარების დროს, ადგილს და დღის წესრიგს.

4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მუშაობაში ნოტარიუსი მონაწილეობს პირადად ან იმ წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც ამავე პალატის წევრია და რომელსაც ამის შესახებ აქვს სათანადო წერილობითი თანხმობა.

5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

6. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია შეიტანოს შესწორებები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებაში, თუ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/35.md
