---
title: "მუხლი 35. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების კომპეტენცია — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/35"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "35"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების კომპეტენცია — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/35

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას შეუძლია დღის წესრიგში შეიტანოს და გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის კომპეტენციას განეკუთვნება.

2. მხოლოდ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წლიური ანგარიშის დამტკიცება; გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სავალდებულო გადასახდელების დადგენა.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას უფლება აქვს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობას, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, დართოს ნება, შეიტანოს ცვლილებები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა მომდევნო საერთო კრებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/36.md
