---
title: "მუხლი 40¹. ნოტარიუსის მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/40-1"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "40^1"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40¹. ნოტარიუსის მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 40¹ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/40-1

1. ნოტარიუსი სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციას „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. დაქორწინების მსურველ პირებთან შეთანხმებით ქორწინების რეგისტრაცია ნოტარიუსმა შეიძლება განახორციელოს საზეიმო ვითარებაში. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/41.md
