---
title: "მუხლი 42. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებენდიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირები — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/42"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "42"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებენდიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირები — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/42

სანოტარო მოქმედებები, ნოტარიუსის გარდა, შეიძლება შეასრულონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების სათანადოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ საკონსულო დაწესებულებებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტებით და ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებით. საკონსულო დაწესებულებებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/43.md
