---
title: "მუხლი 47. სანოტარო მოქმედების შესრულების უფლების შეზღუდვა — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/47"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "47"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. სანოტარო მოქმედების შესრულების უფლების შეზღუდვა — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/47

1. ნოტარიუსებს და პირებს, რომლებიც ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლების თანახმად ასრულებენ სანოტარო მოქმედებებს, უფლება არ აქვთ, შეასრულონ სანოტარო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობენ (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) თავად ისინი ან მათი მშობლები, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, პაპები, ბებიები, ძმები, დები, მეუღლის მშობლები.

2. ნოტარიუსს უფლება არა აქვს, დაადასტუროს გარიგება, რომელშიც მონაწილეობს საწარმო, რომელიც დაფუძნებულია ამ ნოტარიუსის, მისი მეუღლის, მშობლის, შვილის, დის ან ძმის კუთვნილ კაპიტალზე, და ეს ფაქტი ცნობილია ნოტარიუსისათვის.

3. ამ მუხლის დარღვევით შესრულებული სანოტარო მოქმედება ბათილია. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1968 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/48.md
