---
title: "მუხლი 48. პირის ვინაობის, უფლებამოსილებისა და ქმედუნარიანობის დადგენა, წარმომადგენლის უფლებამოსილების შემოწმება და დოკუმენტების გამოთხოვა — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/48"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "48"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. პირის ვინაობის, უფლებამოსილებისა და ქმედუნარიანობის დადგენა, წარმომადგენლის უფლებამოსილების შემოწმება და დოკუმენტების გამოთხოვა — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/48

1. სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსი და სხვა თანამდებობის პირი, რომლებიც სანოტარო მოქმედებას ასრულებენ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით ადგენენ იმ პირების ან მათი წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას.

2. კანონით დადგენილ შემთხვევაში ან მხარეთა შეთანხმებით, გარიგების დადასტურების დროს ნოტარიუსი ამოწმებს გარიგების მონაწილე პირთა უფლებამოსილებას და ქმედუნარიანობას.

3. თუ გარიგება წარმომადგენლის მეშვეობით სრულდება, ნოტარიუსი ასევე ამოწმებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას.

4. ნოტარიუსს უფლება აქვს, გამოითხოვოს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის აუცილებელი დოკუმენტები დაწესებულებისაგან, საწარმოსაგან და ორგანიზაციისაგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/49.md
