---
title: "მუხლი 51. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/51"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "51"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/51

1. სანოტარო მოქმედება, რომელსაც ასრულებენ ნოტარიუსები და ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები, რეგისტრაციაში ტარდება ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.

2. შესრულებულ სანოტარო მოქმედებას ენიჭება დამოუკიდებელი ნომერი, რომელიც აღნიშნული უნდა იქნეს გაცემულ დოკუმენტებსა და დამადასტურებელ წარწერებში.

3. ნოტარიუსი ელექტრონული სანოტარო რეესტრიდან ამონაწერს გასცემს იმ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლის თხოვნითაც ან რომლის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1968 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/52.md
