---
title: "მუხლი 52. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/52"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "52"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/52

1. ნოტარიუსი და ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები უარს ამბობენ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ: ა) სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; ბ) სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს პირთა პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, ან ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს; გ) სანოტარო მოქმედების მონაწილე არ არის უფლებამოსილი პირი ან ქმედუნარიანი, ან სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ თხოვნა შემოსულია იმ ენაზე, რომელსაც ნოტარიუსი არ ფლობს, და არ არის თარჯიმნის გამოყენების შესაძლებლობა.

2. ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და შედგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა უნდა გადაეცეს პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

3. ნოტარიუსი ვალდებულია პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, განუმარტოს დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1968 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/53.md
