---
title: "მუხლი 53. ნოტარიუსის მოქმედების ან დადგენილების გასაჩივრება — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/53"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "53"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. ნოტარიუსის მოქმედების ან დადგენილების გასაჩივრება — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/53

1. პირს, რომლის ინტერესებსაც შეეხება სანოტარო მოქმედება, ან პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, შეუძლია სანოტარო მოქმედება ან დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ გაასაჩივროს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით.

2. საჩივარს ნოტარიუსის იმ საქმიანობაზე, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით, განიხილავს იუსტიციის სამინისტრო ან მისი დავალებით – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/54.md
