---
title: "მუხლი 6. სანოტარო მოქმედების ენა — ნოტარიატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/6"
law: "ნოტარიატის შესახებ"
article: "6"
identifier: "2283"
adopted: "2009-12-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სანოტარო მოქმედების ენა — ნოტარიატის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნოტარიატის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/6

1. სანოტარო მოქმედება სრულდება სახელმწიფო ენაზე.

1¹. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ყრუ ან სმენადაქვეითებულია, სანოტარო მოქმედება სრულდება ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მონაწილეობით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევებისა, როდესაც პირს უფლება აქვს, გარიგება თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე დადოს.

2. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6834 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90928-notariatis-shesakheb/7.md
