---
title: "მუხლი 11. საქსტატის საბჭო — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/11"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "11"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საქსტატის საბჭო — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/11

1. საქსტატთან ფუნქციონირებს საქსტატის საბჭო (შემდგომში – საბჭო) .

2. საბჭო შედგება 7 წევრისაგან და საბჭოს თავმჯდომარისაგან.

3. საბჭოს 8 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.

4. საბჭოს დანარჩენი 5 წევრი არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/12.md
