---
title: "მუხლი 13. საბჭოს ფუნქციები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/13"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "13"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. საბჭოს ფუნქციები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/13

საბჭოს ფუნქციებია: ა ) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ბ ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; გ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და დამტკიცება; დ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, კლასიფიკაციებისა და მეთოდოლოგიის განხილვა, რეკომენდაციების მომზადება და დამტკიცება ან საერთაშორისო სტანდარტების, კლასიფიკაციებისა და მეთოდოლოგიის აღიარება; ე) (ამოღებულია - 01.05.2015, №3584); ვ ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ზ ) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განხილვა და დამტკიცება; თ ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი ) საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც უნდა განისაზღვროს საბჭოს მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები; ი 1 ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; კ ) ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5500 - ვებგვერდი, 29.06.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/14.md
