---
title: "მუხლი 14¹. საქსტატის მრჩეველთა საბჭო — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/14-1"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "14^1"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14¹. საქსტატის მრჩეველთა საბჭო — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 14¹ (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/14-1

1. საქსტატის მრჩეველთა საბჭო არის საქსტატის საკონსულტაციო ორგანო. მის წევრებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

2. საქსტატის მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 8 წევრისაგან.

3. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესები განისაზღვრება საქსტატის მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

4. საბჭოს გადაწყვეტილებით საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს საბჭოს ის წევრი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/14-2.md
