---
title: "მუხლი 14². საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები და გადაწყვეტილება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/14-2"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "14^2"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14². საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები და გადაწყვეტილება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 14² (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/14-2

1. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია: ა) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების წარდგენა; ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; გ) სტატისტიკურ საქმიანობაში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის მეცნიერული ანალიზი და საბჭოსათვის რეკომენდაციების მომზადება; დ) სტატისტიკური საქმიანობის თანამედროვე მეთოდების განხილვა, სტატისტიკური მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებით საბჭოსათვის კონსულტაციის გაწევა და წინადადებების წარდგენა; ე) ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

2. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. თავი IV. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/14-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/15.md
