---
title: "მუხლი 14. საბჭოს წევრისა და აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძვლები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/14"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "14"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საბჭოს წევრისა და აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძვლები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/14

1. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია : ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) გარდაცვალება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულის გარდა, უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია ასევე : ა) ამ კანონის მე -11 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის შემთხვევაში: ა.ა) ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა; ა. ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე საქმიანობის შეწყვეტა; ბ) ამ კანონის მე -11 მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის შემთხვევაში: ბ. ა) საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადის გასვლა; ბ.ბ) არასაპატიო მიზეზით 2 თვის განმავლობაში საბჭოს წევრობის უფლებამოსილების განუხორციელებლობა; ბ.გ) საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება; გ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში: გ.ა) ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა; გ.ბ) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის გასვლა.

3. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.

4. აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3355 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. თავი III 1 . საქსტატის მრჩეველთა საბჭო საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/14-1.md
