---
title: "მუხლი 16. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/16"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "16"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/16

1. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი საქმიანობის მიზნების, ამოცანებისა და მოვალეობების გათვალისწინებით აწარმოებენ ოფიციალურ სტატისტიკას საბჭოს მიერ დამტკიცებული/ აღიარებული საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე.

2. საქსტატი უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებთან კოორდინირებულ მუშაობას, გასცემს რეკომენდაციებს სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესახებ , ახორციელებს სტატისტიკის წარმოების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული ინფორმაციის გაცვლის კოორდინაციას და ხელს უწყობს დამტკიცებული სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის ეფექტიან იმპლემენტაციას. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6947 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი V. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/17.md
