---
title: "მუხლი 18. მოქალაქეთა ვალდებულება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/18"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "18"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. მოქალაქეთა ვალდებულება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/18

1. საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა.

2. პირი ვალდებულია გამოკითხვის პროცესში საქსტატს უტყუარი მონაცემები მიაწოდოს.

3. აღწერას არ ექვემდებარებიან ის უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი შინამეურნეობების წევრები, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, აგრეთვე უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და მათი შინამეურნეობების წევრები. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/19.md
