---
title: "მუხლი 19. აღწერის ძირითადი პრინციპები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/19"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "19"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. აღწერის ძირითადი პრინციპები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/19

აღწერის ძირითადი პრინციპებია: ა ) აღწერის საყოველთაო ხასიათი; ბ) აღწერის არაუმეტეს ათწლიანი პერიოდულობით ჩატარება; გ) აღწერის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი მეთოდოლოგიითა და წესით ჩატარება; დ) (ამოღებულია - 01.05.2015, №3584) ; ე ) აღწერის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთსა და იმავე დროს ჩატარება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ე .ა ) საქართველოს ზოგიერთ მთიან, ძნელად მისადგომ დასახლებულ პუნქტში აღწერის ჩატარების დროს მასთან კავშირი გართულებულია და აღწერა ტარდება ამ დასახლებული პუნქტის ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრულ პერიოდში; ე .ბ ) კონკრეტულ ტერიტორიაზე აღწერის ჩატარება შეუძლებელია საქსტატისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5500 - ვებგვერდი, 29.06.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/20.md
