---
title: "მუხლი 20. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამა და აღწერის ჩატარების თარიღი — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/20"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "20"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-08-30"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამა და აღწერის ჩატარების თარიღი — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-08-30.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/20

1. აღწერა ტარდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამით, რომელსაც შეიმუშავებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიას.

2. აღწერის ჩატარების თარიღი თითოეული აღწერისათვის განისაზღვრება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამით.

3. საქართველოს ზოგიერთ მთიან, ძნელად მისადგომ დასახლებულ პუნქტში, რომელთანაც აღწერის ჩატარების დროს კავშირი გართულებულია, აღწერა ტარდება ამ დასახლებული პუნქტის ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრულ პერიოდში.

4. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მეთოდოლოგიას ამტკიცებს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/21.md
