---
title: "მუხლი 21. აღწერის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი ორგანოები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/21"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "21"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. აღწერის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი ორგანოები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/21

1. აღწერის მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქსტატს.

2. აღწერის ჩატარების ზუსტი თარიღის დასადგენად, აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადასაწყვეტად, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შეთანხმებული მოქმედების (კოორდინაციის) უზრუნველსაყოფად აღწერის ჩატარების სავარაუდო თარიღამდე არაუგვიანეს 3 წლისა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე იქმნება მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომ – კომისია).

3. საქსტატი ამუშავებს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამას, განიხილავს აღწერის ჩატარების მეთოდურ და ორგანიზაციულ საკითხებს, განსაზღვრავს საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალს, მათი შესრულების ვადებსა და შემსრულებლებს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამასა და კითხვარებს ამტკიცებს კომისია.

4. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის წევრი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

5. კომისიის მუშაობის წესი და საქმიანობა განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

6. კომისია თავის საქმიანობას აგრძელებს აღწერის ჩატარებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/22.md
