---
title: "მუხლი 26. სტატისტიკურ მონაცემთა ხელმისაწვდომობა და შენახვა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/26"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "26"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. სტატისტიკურ მონაცემთა ხელმისაწვდომობა და შენახვა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/26

1. სტატისტიკური მონაცემები საჯაროა , გარდა იმ მონაცემებისა , რომლებითაც შესაძლებელია დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირება .

2. სტატისტიკური მონაცემები , გარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სტატისტიკური მონაცემებისა , მატერიალური ფორმით ინახება მათ სრულად გამოქვეყნებამდე , ხოლო ელექტრონული ფორმით – 20 წლის განმავლობაში .

3. სტატისტიკის წარმოებისათვის შეგროვებული, პერსონალური მონაცემების შემცველი მატერიალური სახის ინფორმაცია უნდა განადგურდეს სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/27.md
