---
title: "მუხლი 27. სტატისტიკური მონაცემებისა და პუბლიკაციების გავრცელებიდან მიღებული შემოსავალი — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/27"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "27"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. სტატისტიკური მონაცემებისა და პუბლიკაციების გავრცელებიდან მიღებული შემოსავალი — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/27

1. საქსტატი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში : ა ) უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების ელექტრონული ფორმით მიწოდებას ყველა მომხმარებლისათვის ; ბ) სასყიდლით უზრუნველყოფს ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდებას ყველა მომხმარებლისათვის, გარდა ადმინისტრაციული ორგანოებისა, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებისა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა, უცხო ქვეყნის სტატისტიკური ორგანოებისა, სტატისტიკური ინფორმაციის გამავრცელებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისა.

2. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ , ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სტატისტიკური სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით .

3. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ დადგენილი სტატისტიკური მონაცემების საქსტატის მიერ გავრცელება შეიძლება ფასიანი იყოს. ამ პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემების სახეობებსა და ფასებს განსაზღვრავს საქსტატის საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიღებული შემოსავლები გამოიყენება საქსტატის საქმიანობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3293 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.224 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/28.md
