---
title: "მუხლი 28. სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/28"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "28"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-08-30"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-08-30.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/28

1. ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია , თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა .

2. დაუშვებელია კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემების გაცემა და გავრცელება ან მათი არასტატისტიკური მიზნით გამოყენება , გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა .

3. ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისას სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით საიდენტიფიკაციო მონაცემების , მათ შორის , ასეთი მონაცემების შემცველი სტატისტიკური კვლევის ამსახველი კითხვარების განადგურება ან განცალკევებით შენახვა .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/29.md
