---
title: "მუხლი 29. საქსტატის ორგანოებში დასაქმებულთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/29"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "29"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. საქსტატის ორგანოებში დასაქმებულთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/29

1. დაუშვებელია საქსტატის ორგანოებში დასაქმებულთა მიერ სტატისტიკური კვლევის მიზნით შეგროვებული და დამუშავებული კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემების გამოყენება და გავრცელება , მათ შორის , პირადი მიზნით , აკადემიური , სამეცნიერო და სხვა საქმიანობისათვის .

2. საქსტატის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ უტყუარი სტატისტიკური მონაცემების გავრცელება .

3. საქსტატის ორგანოებში დასაქმებულთა მიერ ამ კანონის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას .

4. ბრალეულობის ან / და მიყენებული ზიანის გათვალისწინებით საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ახორციელებს შემდეგი დისციპლინური სახდელების შეფარდებას : გაფრთხილება , ხელფასის დაკავება ან / და სამსახურიდან გათავისუფლება . თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/30.md
