---
title: "მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/3"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "3"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/3

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა ) ადმინისტრაციული წყარო – სახელმწიფო რეესტრი ან სხვა მონაცემთა ბაზა როგორც ელექტრონული, ისე სხვა ფორმით, რომელსაც აწარმოებს ან ფლობს ადმინისტრაციული ორგანო; ბ ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე -2 მუხლის პირველი ნაწილის „ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო; გ ) კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემები – სტატისტიკური მიზნით შეგროვებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა; დ ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერა – განსაზღვრულ დროს ქვეყნის მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების მახასიათებელი მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შეფასების, ანალიზის, განზოგადებისა და გამოქვეყნების ერთიანი პროცესი; ე ) ოფიციალური სტატისტიკა – სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სტატისტიკურ საქმიანობათა სისტემა, რომლის საფუძველზედაც მიიღება ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის „თ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის საფუძველზე, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული სტატისტიკა, თუ მისი წარმოება ხორციელდება საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული /აღიარებული საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე; ვ ) სტატისტიკური კვლევა – ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით ჩატარებული კვლევა, რომელიც ეფუძნება სტატისტიკური ერთეულების შესახებ მონაცემთა შეგროვებას; ზ) სტატისტიკური ერთეული – ელემენტური ერთეული, რომელიც ექვემდებარება სტატისტიკურ კვლევას და არის სტატისტიკური დაკვირვების ობიექტი; თ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ყოველწლიური და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ძირითადად მოიცავს შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალს და შემსრულებლებს, დაკვირვების პერიოდულობისა და გამოქვეყნების თარიღის მითითებით; ი ) შინამეურნეობა – ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც ექვემდებარებიან ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით) , ნათესაური ან /და არანათესაური ურთიერთობებით (შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი ადამიანისგანაც) ; კ ) საქსტატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ლ) სტატისტიკური მეთოდოლოგია – სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების სტატისტიკური კვლევის ხერხების, წესებისა და მეთოდების ერთობლიობა; მ) ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემა – ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისა და ერთეულების ერთობლიობა, რომლებიც აგროვებენ, ამუშავებენ და ავრცელებენ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებს საქართველოს სახელით. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/4.md
