---
title: "მუხლი 30. გარდამავალი დებულებანი — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/30"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "30"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. გარდამავალი დებულებანი — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/30

1. ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა გამოცხადდეს და 2010 წლის 1 თებერვლამდე დასრულდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის რეორგანიზაცია .

2. რეორგანიზაციის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურად – საქსტატად . საქსტატი შექმნილად ჩაითვლება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნისა და საქსტატის დებულების დამტკიცების მომენტიდან .

3.რეორგანიზაციის დასრულებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ამტკიცებს საქსტატის დებულებას .

4. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს საქსტატს საბჭოს პირველი შემადგენლობის დანიშვნამდე .

5. ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საბჭოს წევრთა კანდიდატურებს , რომელთა წარდგენა და თანამდებობაზე დანიშვნა ხდება ამ კანონის მე -12 მუხლის შესაბამისად .

6. საქსტატი არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/31.md
