---
title: "მუხლი 5. საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/5"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "5"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/5

1. ამ კანონის მე -4 მუხლით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, ოფიციალური სტატისტიკის ეფექტიანი წარმოებისათვის მნიშვნელოვანია საქსტატის თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.

2. სტატისტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის დამკვიდრება და შესაბამისი გამოცდილების გაზიარება ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.

3.ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გულისხმობს საქსტატის თანამშრომლობას და კოორდინირებულ მუშაობას სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებთან სტატისტიკის ეფექტიანი წარმოების მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/6.md
