---
title: "მუხლი 8. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/8"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "8"
identifier: "2291"
adopted: "2009-12-11"
consolidated_as_of: "2023-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2023-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-05-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/8

1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქსტატის საბჭოსა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, თუ, ამ კანონის 14 1 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქსტატის საბჭო სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

2. აღმასრულებელ დირექტორს საქსტატის საბჭოს წარდგინებით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთაგან 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს არანაკლებ 1 მოადგილისა, რომელიც ასრულებს დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.

4.აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

5. აღმასრულებელი დირექტორი ამ კანონითა და საქსტატის დებულებით მისთვის გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქსტატის აპარატის მეშვეობით.

6.აღმასრულებელი დირექტორის მიმართ ვრცელდება ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

7. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1292 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3584 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/90946-opitsialuri-statistikis-shesakheb/9.md
