---
title: "მუხლი 103. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/103"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "103"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 103. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 103 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/103

1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას.

2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.
თავი XVII. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/102.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/104.md
