---
title: "მუხლი 106. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/106"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "106"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 106. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 106 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/106

1. საბიუჯეტო ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების აკრეფისათვის.

2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ( ამოღებულია - 12.12.2014, №2935 ).

4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
თავი XVIII. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვა და ანგარიშგება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/105.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/107.md
