---
title: "მუხლი 113¹. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/113-1"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "113^1"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 113¹. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემული სესხები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 113¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/113-1

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე წარმოშობილი ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების შემთხვევაში, თუ შესაბამისი ხელშეკრულება ითვალისწინებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებას რაიმე ფორმით, სესხის მიმღების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 63-ე მუხლი. ამასთანავე, ასეთ შემთხვევაში სესხის გამცემი არ არის შეზღუდული ამ კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადით.

2. თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე დადებული შესაბამისი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებას არც ერთი ფორმით, სესხის მიმღების მიმართ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის ადმინისტრირებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით ახორციელებს საგადასახადო ორგანო საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მიმართვისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით .

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სესხის მიმღებზე, თუ:
ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის შესახებ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა;
ბ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის შესახებ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება.
საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3265 - სსმ I, №32 06.07.2010 წ., მუხ.198
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/113.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/114.md
