---
title: "მუხლი 116. კოდექსის ამოქმედება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/116"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "116"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 116. კოდექსის ამოქმედება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 116 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/116

1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა, 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა, 77-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-10 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა, 87-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა, 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 110-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

3. ( ამოღებულია – 28.10.2011, №5172 ).

4. ( ამოღებულია – 28.10.2011, №5172 ).

5. ( ამოღებულია – 28.10.2011, №5172 ).

6. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) 25-ე, 25.1, 25.2 და 25.3 პუნქტები მოქმედებს 2010 წლის 1 დეკემბრამდე.

7. ამ კოდექსის 45 1 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2028 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3235 - სსმ I, №34 09.07.2010 წ., მუხ.205
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3975 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 18 დეკემბერი.
№2440 – IIს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/115.md
