---
title: "მუხლი 13. ასიგნებები ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/13"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "13"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ასიგნებები ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/13

1. საბიუჯეტო წლის დაწყებამდე სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ბიუჯეტის დამტკიცებამდე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო, უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.

2. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/14.md
