---
title: "მუხლი 15. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენის მეთოდოლოგია — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/15"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "15"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენის მეთოდოლოგია — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 15 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/15

1. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ამ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე .

2. მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ამ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციები – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის 108-ე, 109-ე და 110-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.

4. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 3 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე .
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/16.md
