---
title: "მუხლი 17. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/17"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "17"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/17

1. პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ბიუჯეტში მისამართი შემოსულობების სრულად და დროულად მობილიზება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული შემოსულობები არის პროგნოზი და არ ზღუდავს ფაქტობრივ აკრეფას მაჩვენებლების გადამეტებით.

3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ყველა შემოსულობა დაუყოვნებლივ მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/18.md
