---
title: "მუხლი 18². საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/18-2"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "18^2"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18². საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 18² (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/18-2

გადასახადის გადამხდელის/პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ბიუჯეტში გადასახდელი საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულება შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სპეციალურად განსაზღვრული წესით, რისთვისაც იგი გადასახადის ან/და გადასახდელის მიმღებ ორგანოში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დამადასტურებელ ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილ საბუთს ან/და დოკუმენტს. ამასთანავე, გადასახადის ან/და გადასახდელის გადახდის დადასტურება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. შესრულებული საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულება მესამე პირს არ უბრუნდება.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/18-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/18-3.md
