---
title: "მუხლი 21. სესხის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/21"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "21"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სესხის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 21 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/21

1. სახელმწიფო სესხის აღება და სახელმწიფო გარანტიების გაცემა შეიძლება მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ხელისუფლებებს უფლება აქვთ, სესხი აიღონ საქართველოს მთავრობისაგან ან/და სხვა წყაროებიდან მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/22.md
