---
title: "მუხლი 22. სახელმწიფო ვალის ლიმიტები და სახელმწიფო გარანტიები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/22"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "22"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სახელმწიფო ვალის ლიმიტები და სახელმწიფო გარანტიები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 22 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/22

1. წლიური ბიუჯეტი ადგენს ლიმიტებს სახელმწიფო ვალის მთლიან ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დაუფარავი იყოს საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის. ლიმიტები ცალ-ცალკე დგინდება საშინაო და საგარეო ვალებისათვის. ცალკე ლიმიტირებას ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკიდან აღებული სესხი.

2. წლიური საბიუჯეტო კანონი ადგენს ლიმიტებს სახელმწიფო გარე და შიდა სასესხო გარანტიებზე, რომლებიც შეიძლება გაიცეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო ვალის მართვისთვის და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/23.md
