---
title: "მუხლი 23. სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის პროცედურები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/23"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "23"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის პროცედურები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 23 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/23

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წლიური ბიუჯეტითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად აიღოს სესხი მისი მიმღებისა და გამცემისათვის მისაღები ნებისმიერი ფორმით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თავისუფალია ფინანსური ინსტრუმენტის სახის არჩევისას, მისი მახასიათებლებისა და პირობების ჩათვლით. მონეტარული პოლიტიკის ინტერესების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოქმედებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის საფუძველზე.

3. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/24.md
