---
title: "მუხლი 26. გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობების განაწილება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/26"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "26"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობების განაწილება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/26

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები განაწილდება შემდეგი სახით:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები:
ა.ა) ფიქსირებული გადასახადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე;
ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი;
ა.გ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი;
ა.დ) გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის;
ა.ე) ფიქსირებული გადასახადი სიგარილასა და ფილტრიანი სიგარეტის იმპორტზე;
ა.ვ) სოციალური გადასახადი;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში სრულად მიიმართება შემდეგი გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები:
ბ.ა) მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისთვის გადასახადი;
ბ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახადი;
ბ.გ) ქონების გადაცემისთვის გადასახადი;
ბ.დ) საკურორტო გადასახადი;
ბ.ე) სასტუმროს გადასახადი;
ბ.ვ) რეკლამის გადასახადი;
ბ.ზ) გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისთვის;
გ) მცირე ბიზნესის გადასახადიდან და ფიქსირებული გადასახადიდან მიღებული თანხების 80% მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20% – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/26-1.md
