---
title: "მუხლი 27. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/27"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "27"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/27

1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება, რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს:
ა) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;
ბ) საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;
გ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს;
დ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდს;
ე) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს;
ვ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს;
ზ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებს.

2. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით.

3. ამ თავით გათვალისწინებული ფონდების გარდა, სხვა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/26-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/28.md
