---
title: "მუხლი 40¹. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/40-1"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "40^1"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40¹. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 40¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/40-1

1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს მთავრობა განსახილველად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. წარდგენილ კანონის პროექტს განიხილავს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.

2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

3. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს პარლამენტი ისმენს აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5670 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
თავი VI. სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/41.md
