---
title: "მუხლი 42. საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/42"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "42"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 42 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/42

სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია შესაბამისად მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/43.md
