---
title: "მუხლი 45¹. განათლების სფეროს დაფინანსება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/45-1"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "45^1"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45¹. განათლების სფეროს დაფინანსება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 45¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/45-1

1. სავალდებულოა , სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი იმგვარად მომზადდეს და დამტკიცდეს , რომ საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სფეროს დაფინანსების მოცულობა არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%- ზე ნაკლები .

2. განათლების სფეროს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულზე ნაკლები მოცულობით დაფინანსება შეიძლება დაიგეგმოს მხოლოდ „ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -2 მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში .

3. განათლების სფეროს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოცულობით დაფინანსების აღდგენა სავალდებულოა „ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარამეტრების მიღწევის მომდევნო წლიდან .
საქართველოს 2019 წლის 27 ივნისის კანონი №4862 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/45-2.md
