---
title: "მუხლი 53. სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/53"
law: "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"
article: "53"
identifier: "2440"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 53 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/53

1. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად გადახდების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. სახელმწიფო ხაზინა ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს და დაბრუნებულ ზედმეტად გადახდილ თანხებს.

2. სახელმწიფო ხაზინა ყოველი თვის დასრულებიდან 20 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშგებას სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/91006-sakartvelos-sabiujeto-kodeksi/54.md
